კონდენსაციური კედლის ქვაბი Sime Brava Slim HE 25 Erp


3300

Share:

გათბობის ქვაბი კონდენსაციური Sime Brava Slim HE 25 Erp

Sime Brava Slim HE 25 Erp კონდენსაციური გათბობის ქვაბია,რომელიც მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მაქსიმალურად ამცირებს ხარჯს და ზრუნავს ეკოლოგიაზე. გარანტია 5 წელი!

იტალიური ბრენდის ქვაბი,Sime Brava Slim HE 25 Erp კონდენსაციური ტიპის ქვაბია,რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და გარემოპირობებზე.ჩვეულებრივი გათბობის ქვაბის მუშაობის პრინციპისგან განსხვავებით,კონდენსაციური ქვაბს აქვს მინიმალური დანაკარგი,ვინაიდან ის ნამწვს აბრუნებს და კიდევ ერთხელ იყენებს სისტემაში შემოსული ცივი წყლის გასათბობად.თბომცვლელის დიზაინი და ჭკვიანი ვენტილატორი საშუალებას იძლევა ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. ეს დაახლოებით 6%-ით ზრდის წვის ეფექტურობას.

Sime Brava Slim HE 25 Erp ქვაბს აქვს “open therm” ინტერფეისის მხარდაჭერა,ძირითადი ნაწილების მუდმივი მონიტორინგი და თვითდიაგნოსტიკა,ე.წ Error (ავარიული კოდების მეშვეობით)

ძირითადი მახასიათებლები:

  • დახურული წვის კამერა
  • LCD დისპლეი განათებით (23 სიმბოლო)
  • “Open Therm” ინტერფეისის მხარდაჭერა
  • შეცდომების (error) კოდების მითითება
  • სპილენძის ძირითადი თბომცვლელი
  • ანტიკოროზიული საფარით დაფარული თბომცვლელი
  • წვის კამერა დამზადებულია ფოლადისაგან,რომელიც დაფარულია ანტიკოროზიული საფარით,იზოლირებულია და შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა მასალას.
  • ამინდის ამოცნობა,კავშირი გარე ტემპერატურის სენსორთან
  • მუშაობა თხევად და ბუნებრივ აირზე
  • გაყინვისგან დაცვის მიზნით დასაშვებია პროპილენ-გლიკოლის შემცველი ანტიფრიზის გამოყენება
  • ქვაბზე შესაძლებელია 2 თერმოსტატის დაერთება
  • პროგრამირების ფუნქციები იყოფა ორ ნაწილად: სერვისის სპეციალისტისთვის და მომხმარებლისთვის
  • შესაძლებელია მართვის დისტანციური პულტისა და გარე ტემერატურის სენსორის დაერთება
  • მზის სისტემის დაერთება (მოითხოვს სპეციალურ კომპლექტაციას)

გათბობა:

  • ნომინალური თერმული სიმძლავრე 19,7კვტ.
  • წვის კამერის თანაბარი ანთება ამცირებს ხმაურის დონეს და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას
  • საცირკულაციო ტუმბოს პოსტცირკულაცია
  • ზონალური გათბობის სამართავად შესაძლებელია ოთახის 2 თერმოსტატის დაერთება
  • შესაძლებელია 3 სხვადასხვა გათბობის ზონის მართვა (Option)
  • ორსიჩქარიანი საცირკულაციო ტუმბო ავტომატური რეგულირებით

სანიტარული წყალი:

  • სამომხმარებლო წყლის წარმოება 13,6 ლტ/წთ-მდე
  • ცხელი წყლის მომზადების ელექტრონული მართვა და მოდულაცია

დამატებითი ინფორმაცია:

  • უსაფრთხოება:
  • გაყინვისგან დაცვა
  • ტუმბოს ანტიბლოკირება (ავტორესტარტი ყოველ 24 საათში)
  • ჩაშენებული რეგულირებადი ბაიპასი და ჰიდრავლიკური ბლოკი
  • წვისა და ალის კონტორილი
  • ავტოდიაგნოსტიკა (ქვაბის ძირითადი ნაწილების კონტროლი)
  • უსაფრთხოების სარქველი გათბობის წრედზე (3ბარი)
  • სისტემაში არსებული წნევის მანომეტრი

პარამეტრები: 

M გათბობის წყლის მიწოდება G 3 /4’’
R გათბობის წყლის უკუსვლა G 3 /4’’
G გაზის მიწოდება G 3 / 4 ‘’
E ცხელი წყლის მიწოდება Ø 1/2″ G
U ცხელი წყლის დაბრუნება Ø 1/2″ G
SC კონდენსატის გამოდევნა Ø 20 мм

 

გამომუშავებული სიმძლავრე : KW 3,9 – 19,7
მქკ : % 98.5
ბუნებრივი აირის მოხმარება (G20) : m3 / სთ 0,42 – 2,53
გაზის მინიმალური წნევა Mbar 20
გათბობის წრედის დიაპაზონი t° C 20 – 80
მაქ. წნევა გათბობის კონტურში Bar 3
საფართოებელი ავზის მოცულობა ლიტრი
ცხელი წყლის წრედის დიაპაზონი t° C 10 – 60
ცხელი წყლის წარმოება Δt=25°C ლ/წთ 9,7 – 13,6
ელ.კვება V / Hz 230 / 50
ელექტრო ენერგიის მოხმარება W 70
წონა კგ 28
ზომა მმ 700x400x250
Price
3300
Seen
2681