კედლის ქვაბი Sime Murelle EV 30BF


2550

Share:

ცენტრალური გათბობის ქვაბი Sime Murelle EV 30BF

იტალიური ბრენდის ქვაბი,Sime Murelle EV 30BF დახურული წვის კამერითა და სპილენძის ძირითადი მაკომპლექტებელი ნაწილებით. გარანტია 5 წელი!

Sime Murelle EV 30BF მოდელზე შესაძლებელია ერთდროულად დავაერთოთ ორი ინდივიდუალური ოთახის თერმოსტატი,ქვაბს აქვს ფუნქცია ე.წ ამინდის ამოცნობა,კონტაქტი გარე ტემპერატურის სენსორთან.ქვაბის მუშაობა დასაშვებია როგორც ბუნებრივ,ისე თხევად აირზე. მოდელი წარმოდგენილია სპილენძის ძირითადი თბომცვლელით,რომელიც დაფარულია ანტიკოროზიული საფარით,რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადას.

Sime Murelle EV 30BF ქვაბს აქვს “open therm” ინტერფეისის მხარდაჭერა,ძირითადი ნაწილების მუდმივი მონიტორინგი და თვითდიაგნოსტიკა,ე.წ Error (ავარიული კოდების მეშვეობით)

ძირითადი მახასიათებლები:

  • დახურული წვის კამერა
  • LCD დისპლეი განათებით (23 სიმბოლო)
  • “Open Therm” ინტერფეისის მხარდაჭერა
  • შეცდომების (error) კოდების მითითება
  • სპილენძის ძირითადი თბომცვლელი
  • ანტიკოროზიული საფარით დაფარული თბომცვლელი
  • უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მეორადი თბომცვლელის ფირფიტები
  • წვის კამერა დამზადებულია ფოლადისაგან,რომელიც დაფარულია ანტიკოროზიული საფარით,იზოლირებულია და შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა მასალას.
  • ამინდის ამოცნობა,კავშირი გარე ტემპერატურის სენსორთან
  • მუშაობა თხევად და ბუნებრივ აირზე
  • გაყინვისგან დაცვის მიზნით დასაშვებია პროპილენ-გლიკოლის შემცველი ანტიფრიზის გამოყენება
  • ქვაბზე შესაძლებელია 2 თერმოსტატის დაერთება
  • პროგრამირების ფუნქციები იყოფა ორ ნაწილად: სერვისის სპეციალისტისთვის და მომხმარებლისთვის
  • შესაძლებელია მართვის დისტანციური პულტისა და გარე ტემერატურის სენსორის დაერთება
  • მზის სისტემის დაერთება (მოითხოვს სპეციალურ კომპლექტაციას)

გათბობა:

  • ნომინალური თერმული სიმძლავრე 28.0 კვტ.
  • წვის კამერის თანაბარი ანთება ამცირებს ხმაურის დონეს და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას
  • საცირკულაციო ტუმბოს პოსტცირკულაცია
  • ზონალური გათბობის სამართავად შესაძლებელია ოთახის 2 თერმოსტატის დაერთება
  • შესაძლებელია 3 სხვადასხვა გათბობის ზონის მართვა (Option)
  • ორსიჩქარიანი საცირკულაციო ტუმბო ავტომატური რეგულირებით

სანიტარული წყალი:

  • სამომხმარებლო წყლის წარმოება 13.4 ლტ/წთ-მდე
  • ცხელი წყლის მომზადების ელექტრონული მართვა და მოდულაცია

დამატებითი ინფორმაცია:

  • უსაფრთხოება:
  • გაყინვისგან დაცვა
  • ტუმბოს ანტიბლოკირება (ავტორესტარტი ყოველ 24 საათში)
  • ჩაშენებული რეგულირებადი ბაიპასი და ჰიდრავლიკური ბლოკი
  • წვისა და ალის კონტორილი
  • ავტოდიაგნოსტიკა (ქვაბის ძირითადი ნაწილების კონტროლი)
  • უსაფრთხოების სარქველი გათბობის წრედზე (3ბარი)
  • სისტემაში არსებული წნევის მანომეტრი
Price
2550
Seen
7116